RealMusic
5 лет

tETRI RASHI ( 2 ) 1

5:47
93 40%
Лицензия
Текст
წმინდა სანთლის
სხივი ხარ და
ჩაუმქრალი
ღიმილი ხარ
და არავის
სულ არავის
არ გევხარ
თეთრი ხარ და
ყირმიზი ხარ
ვინც შეგწვდება
იმისი ხარ
შენს ლოდინში
სიჭაბუკე გათავდა

სადღაც მიქრის
თეთრი რაში
სადღაც მღერის
თეთრი გედი
ყველაფერში დამნაშავე
შენა ხარ
აენთება
ღვინო ჯამში
აფეთქდება
ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება
კარგო კელაპტრად

თავს მოიკლავს
თეთრი გედი
ამეღამ
თეთრი რაში
არ დაიდგამს
უნაგირს
ეს ფიალა უყვარს
უფალ თამადას
მიართვით
მიართვით

ვინც დალია
ისევ იმან დალიოს
ვინც უყვარდათ
ისევე ის უყვარდეთ
ვინც ელოდა
მიეგებოს ალიონს
სინათლეს
სინათლეს

საქართველო
უსასრულო ფიქრია
ჯვარზედგაკვრა
იმავ წუთს
და იმავ დღეს
რა მძიმე და
რა მსუბუქი
ტვირთია
გიყვარდეს
გიყვარდეს

სადღაც მიქრის
თეთრი რაში
სადღაც მღერის
თეთრი გედი
ყველაფერში
დამნაშავე
შენა ხარ

აენთება
ღვინო ჯამში
აფეთქდება
ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება
კარგო კელაპტრად

სხვანაირად
ვერ ვიქნები
ყოველ ღამით
შენთვის ვკვდები
ყოველ დილით
შენთვის ვჩნდები
ხელახლა
ზედა ზენზე
ცისკარს ვხვდები
მეტეხთან მტკვარს
ვუერთდები
და ვძმაკაცობ
მხოლოდ
ტატოს მერანთან

მე მოსისხლე
მტერიც მიყვარს
და ვინც მიყვარს
მართლა მიყვარს
ასაკით კი
საქართველოს
ხნისა ვარ
და ყველაზე
ნაღდი სიტყვა
რაც კი მითქვამს
შენთვის მითქვამს
შენ ხომ ჩემი
თეთრი
სერაფიტა ხარ

თავს მოიკლავს
თეთრი გედი
ამეღამ
თეთრი რაში
არ დაიდგამს
უნაგირს
ეს ფიალა უყვარს
უფალ თამადას
მიართვით
მიართვით

ვინც დალია
ისევ იმან
დალიოს
ვინც უყვარდათ
ისევე ის
უყვარდეთ
ვინც ელოდა
მიეგებოს
ალიონს
სინათლეს
სინათლეს

საქართველო
უსასრულო ფიქრია
ჯვარზედგაკვრა
იმავ წუთს
და იმავ დღეს
რა მძიმე და
რა მსუბუქი
ტვირთია
გიყვარდეს
გიყვარდეს

სადღაც მიქრის
თეთრი რაში
სადღაც მღერის
თეთრი გედი
ყველაფერში
დამნაშავე
შენა ხარ

აენთება
ღვინო ჯამში
აფეთქდება
ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება
კარგო კელაპტრად

სადღაც მიქრის
თეთრი რაში
სადღაც მღერის
თეთრი გედი
სადღაც მიქრის
თეთრი რაში
სადღაც მღერის
თეთრი გედი