RealMusic
5 лет

Garibi bichi vikavi (minus)

4:36
113 37%
Лицензия
Текст
ღარიბი ბიჭი ვიყავი
ჭილობის ქუდი მეხურა
მდელოზე წამოვწვებოდი და
ფიქრს მივცემოდი გლეხურად
მდელოზე წამოვწვებოდი და
ფიქრს მივცემოდი გლეხურად

ვინ დამაცლიდა ამდენსა
მესწავლა გლეხსა ანბანი
ამეღო წიგნი მეკითხა და
გამეგო ქვეყნის ამბავი
ამეღო წიგნი მეკითხა და
გამეგო ქვეყნის ამბავი

ნეტავი მომცა ის ძალა
კოშკები ამაგებინა
ცამდე აწვდილი კოშკიდან და
ვარსკვლავი დამაკრეფინა
ცამდე აწვდილი კოშკიდან და
ვარსკვლავი დამაკრეფინა

ღარიბი გლეხი ვიყავი
მჭადითა გამოზრდილია
უქუდო ჩოხის ამარა და
ქალამნებ გაცვეთილია
უქუდო ჩოხის ამარა და
ქალამნებ გაცვეთილია