RealMusic
5 лет

TBILISO

3:50
126 47%
Лицензия
Текст
ნეტავ სად არის
კიდევ ცა
უძიროდ ლურჯი
ხალასი
სწორედ ისეთი
როგორც შენია
ნაიარევი წარსული
ნანგრევი ნარიყალასი
ჭაღარასავით
შემოგრჩენია

თბილისო
მზის და ვარდების
მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც
არ მინდა
სად არის
სხვაგან ახალი
ვარაზი
სად არის
ჭაღარა მთაწმინდა
სად არის
სხვაგან ახალი
ვარაზი
სად არის
ჭაღარა მთაწმინდა

ჩაივლი მტკვართან
ხეივანს
და გაზაფხულის
მაყრები
გეგებებიან მწვანე
ჭადრები
აქ არ იმღერო
ძნელია
აქ ხომ ფოთლებიც
მღერიან
და ცა ფირუზზე
ლურჯი ფერია

თბილისო
მზის და ვარდების
მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც
არ მინდა
სად არის
სხვაგან ახალი
ვარაზი
სად არის
ჭაღარა მთაწმინდა

თბილისო
მზის და ვარდების
მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც
არ მინდა
სად არის
სხვაგან ახალი
ვარაზი
სად არის
ჭაღარა მთაწმინდა
სად არის
სხვაგან ახალი
ვარაზი
სად არის
ჭაღარა
მთაწმინდა