RealMusic
5 лет

Qeifs viwyeb (minus)

3:36
125 44%
Лицензия
Текст
ქეიფს ვიწყებ დილიდან
ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს
ფაფარ აშლილს
თავს მოვაჭრი რუმბივით
გასიებულ მიკიტანს
ჩვენ საკადრის სუფრას
თუ არ გაშლის

წმინდა მიქელ გაბრიელს
სანამ გავახსენდები
სანამ ქვეყნად
არსებობას მაცლის
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
დაილოცოს პურ მარილის
მადლი
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
დაილოცოს პურ მარილის
მადლი

ღვინო მამა პაპური
დალოცვილი კახური
მირჩევნია
უკვდავების წამალს
ღვინო არის სამოთხე
სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს
ჯოჯოხეთში წავა
ღვინო არის სამოთხე
სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს
ჯოჯოხეთში წავა

ჰოდა სანამ სიკვდილი
კარზედ მომიკაკუნებს
ჩემს ნაკვალევს
წალეკავს და წაშლის
არემარეს ავიკლებ
არაფერს არ დავიკლებ
მტრის ჯინაზე
ზღაპრულ სუფრას გავშლი

ქეიფს ვიწყებ დილიდან
ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს
ფაფარ აშლილს
შემოვისხავ ძმაკაცებს
აქედან და იქედან
ჩვენს დუქანში
ზღაპრულ სუფრას გავშლი
შემოვისხავ ძმაკაცებს
აქედან და იქედან
ჩვენს დუქანში
ზღაპრულ სუფრას გავშლი

ღვინო მამა პაპური
დალოცვილი კახური
მირჩევნია
უკვდავების წამალს
ღვინო არის სამოთხე
სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს
ჯოჯოხეთში წავა
ღვინო არის სამოთხე
სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს
ჯოჯოხეთში წავა