RealMusic
4 года

DEDA Zura Chincaladze

4:16
448 32%
Лицензия
Текст
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან,
ფიქრი ჩემი მონატრებას ელოდება,
და ჩურჩულით მე ვსაუბრობ ქართან

ცხოვრებამაც სიზმარივით ჩამიქროლა,
და ბავშვობის წლებიც სადღაც გაქრა
ყველაფერი სიყმაწვილეს გავატანე,
ჩემი ტკბილი მოგონების გარდა

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და წარსულში აცრემლდება დარდად...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

მახსენდება დედის დიდი სიხარული
სკოლაში რომ მაცილებდა ლაღად
ერთი ბეწო სასაცილო მივდიოდი,
ძლივს მიმქონდა წიგნით სავსე ჩანთა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და წარსულში აცრემლდება დარდად...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.