RealMusic
4 года

Tiri Uchemod Tiri

3:02
360 33%
Лицензия
Текст
ტირი უჩემოდ ტირი
ნანობ უჩემოდ ნანობ
ვერ გიმკურნალებ ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო
ვერ გიმკურნალებ ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო

მე გაგიხუნე ფერი
ცრემლი გიქციე წყაროდ
ვერ შეგაშველე ხელი
ვერ გაგიფრთხილდი ქალო
ვერ შეგაშველე ხელი
ვერ გაგიფრთხილდი ქალო

ვწუხვარ ვეღარა გშველი
არც სურვილი მაქვს ამის
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის

გასვლა შენგანაც მინდა
გავალ ღრუბლების ზემოთ
მზე მე გიქციე ბინდად
მე დაგაღამე ჩემო
მზე მე გიქციე ბინდად
მე დაგაღამე ჩემო

ტირი უჩემოდ ტირი
ნანობ უჩემოდ ნანობ
ვერ გიმკურნალებ ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო
ვერ გიმკურნალებ ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო