RealMusic
6 лет

Marurita margarita bek (minus)

3:07
107 33%
Лицензия
Текст
ეს იყო მაშინ
როცა მუდამ დღე
მე თქვენსკენ
გულით მომიხაროდა
ეს იყო მაშინ
როცა გვიყვარდა
გული გულობდა
დარი დარობდა

რა შეხვედრები
რა მითქმა მოთქმა
რა ამბები და
რა სიმღერები
სადა ხართ ახლა
სადა ხართ ახლა
ასე ადრიან
ნუ დაბერდებით

მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა თამუნია
ნუთუ მართლა წარსულია
ნუთუ მართლა წარსულია

როგორ გვხიბლავდა
წარსული წლები
ოცნების კოშკებს
როგორ ვაგებდით
როგორ ვაქებდით
მაშინ ერთმანეთს
და ტკბილი სიტყვით
როგორ ვავსებდით

თქვენ ისევ ხატავთ
ანგელოზ თვალებს
თქვენ ისევ უმღერთ
სიყვარულს წმინდას
თქვენ ზეცის
კალთა გადაგაფარეს
თქვენ მოფერება
ბავშვივით გინდათ

მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა თამუნია
ნუთუ მართლა წარსულია
ნუთუ მართლა წარსულია

ახლა მე სევდამ
ხელი დამრია
ახლა სიზმრები
არ მასვენებენ
სასიყვარულოდ
აღარ გვცალია
არც საქეიფოდ
აღარ გვეძებენ

მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა თამუნია
ნუთუ მართლა წარსულია
ნუთუ მართლა წარსულია
მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან
მარორიტა მარგარიტა
უჩემობას რავა იტან