RealMusic
6 лет

Agaravin minda (minus)

2:56
80 52%
Лицензия
Текст
აღარავის ვეტრფი
აღარავინ მინდა
გადაღლილი გული
დავასვენო უნდა

და თუ ჩვენი სიყვარულის
ვინმეს ადრე შურდა
გაიხარონ დათოვლილი
თმები არვის უნდა

ნუღარ მესვრი არ მახარებს
შენი თოვლის გუნდა
გამიარა გრძნობამ
დარდიც დამიდუნდა

გაიყინა გულში
რაც კი გრძნობა დუღდა
მე მარტო ვარ შენ კი ალბათ
ნატვრა აგისრულდა

შენი ლამაზი თვალების
ვისაც ადრე შურდა
გაიხარონ ეგ ღიმილი
აღარავის უნდა

ნუღარ მესვრი არ მახარებს
შენი თოვლის გუნდა
გაიარა გრძნობამ
დარდიც დამიდუნდა
დამიდუნდა

აღარავის ვეტრფი
აღარავინ მინდა
აღარავის ვეტრფი
აღარავინ